ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 6 მოხსნა და მარცხი "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "საკრამენტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 101:104 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:49 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ყველაზე მეტი, 28 ქულა დალასელმა ჩენდლერ პარსონსმა ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვითაც საუკეთესო მაჩვენებელი (30) აჩვენა.

შეხვედრაში ორმაგი დუბლებით საკრამენტოელი დემარკუს კაზინსი (22 ქ. 13 მ.) და დალასელთა მეორე ცენტრი, ახალწვეული დევიდ ლი (12 ქ.
11 მ.) გამოირჩნენ.

ამ წაგების შემდეგ "დალასს" 33 მოგება და 29 წაგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-6-მე-7 ადგილებს "პორტლენდთან" იყოფს.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" 7 მარტს, ჩვენი დროით 02:00 საათზე სტუმრად "დენვერთან" გამართავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული