შერმადინის თექვსმეტიანი რეკორდი

AutoSharing Option
ადრიატიკის თასზე გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ" ლიდერობა დათმო. სლოვენიელებმა კვირას ღამით ბოსნიაში "შიროკის" წინააღმდეგ ითამაშეს და მინიმალური სხვაობით დათმეს - 85:86.

20 ტურის შემდეგ ოლიმპიელებს 12 მოგება აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე არიან. პირველ-მეორე პოზიციებს სერბული "პარტიზანი" და სლოვენიური კრკა ინაწილებენ. მათ 13-13 გამარჯვება უწერიათ.

გიორგი შერმადინმა ბოსნიაში 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო, რაც მისი საევროპო რეკორდია (ოფიციალურ შეხვედრებში). როგორც ჩანს, იგი მონაგარს ნელ-ნელა აუმჯობესებს: "ბარსელონასთან" 14 ქულა ჰქონდა, "მაკაბისთან" - 15, ახლა - 16. გიორგიმ "შიროკისთან" 8-დან 7 ორქულიანი და
3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 16 ქულის გარდა მის ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.

"ოლიმპიას" ბომბარდირი სასტარტო ცენტრი კევინ პინკნი გახდა, რომელმაც 19 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი. განაცხადში იყო და არ უთამაშია ვლადიმერ ბოისას.



.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული