ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "პორტლენდს" დამატებით დროში მოუგო

AutoSharing Option
"დალას მავერიკსმა" დრამატული მატჩი მოიგო.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "პორტლენდს" უმასპინძლა და დამატებით დროში 132:120 დაამარცხა.

37 წლის დირკ ნოვიცკიმ ოვერტაიმში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 40 ქულა მიითვალა და დალასელებს გაამარჯვებინა.

31 ქულა და 16 პასი გაიღო დერონ უილიამსმა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ახალბედა ცენტრმა, ტუნისელმა სალაჰ მეჯრიმ, რომელმაც 32 წუთში 13 ქულა, 14 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.

გასულ 3 მატჩში სათადარიგოდ ყოფნის შემდეგ ფაჩულია სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ
5 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 აცილებული ორქულიანით დაასრულა.

35-35 მოგება-წაგებით "დალასი" "ჰიუსტონთან" ერთად დასავლეთ კონფერენციაში მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. მე-6 საფეხურზე "პორტლენდია", რომელსაც 1 მოგებით მეტი გააჩნია. შემდეგ მატჩს ფაჩულიას გუნდი ისევ "პორტლენდთან", 24 მარტს, სტუმრად გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სჭირს ხო არ გადაიღალა?
sabonis
15:39 22-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული