გიორგი ცინცაძის ეფექტური დასაწყისი - 13 ქულა 10 წუთში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ესტონეთის ჩემპიონატში "ვორუსთან" მატჩი მეტად ეფექტურად დაიწყო და ასევე რომ გაეგრძელებინა, არაერთ რეკორდს მოხსნიდა. თუმცა...

მოდით, ჯერ ვთქვათ რა გააკეთა "ბუმ" (გიორგის მეტსახელი) პირველ მეოთხედში მან მატჩი ორქულიანით გახსნა, შემდეგ სამიანი ჩააგდო (5:0), ამას კიდევ ორი ზუსტი შორეული ტყორცნა მოჰყვა და "ტარტუ როკმა" პირველი პერიოდი 32:10 მოიგო. ცინცაძემ ამ მეოთხედში 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი ჩააგდო და 13 ქულას 1 პასი მიამატა. მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ ასეთი სტარტის შემდეგ "ვორუ" დაინდო და სამი წამყვანი კალათბურთელი,
ცინცაძე, პაადე და ეზიუკვუ აღარ დატვირთა. ასე რომ გიორგის წუთზე მეტი ქულა შერჩა - 13 ქულა 10 წუთში.

"როკმა" გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა - 116:43.

ესტონეთის ჩემპიონატში ტარტუელებს 23 მატჩიდან 21 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული