TimeLine: ფაჩულია VS ნოვიცკი - მეგობრული დუელი გრძელდება

AutoSharing Option
მორიგი ხუმრობა ზაზა ფაჩულია-დირკ ნოვიცკის თემაზე. ამჯერად ავტორად ფაჩულია მოგვევლინა, რომელმაც "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო, სახელწოდებით: Nine Crocs, რაც ქართულ თარგმანში ნიშნავს - ლამაზი... "ქროქს" რეზინის ფეხსაცმელია, აი, ისეთი, სურათზე ნოვიცკის რომ აცვია.

Sportall.Ge

ამ ფოტოს მცირე პუბლიკაცია მიუძღვნა გამოცემა dallasnews-მა: "დალასელებმა რეგულარული ეტაპი ეფექტურად დაამთავრეს, დაამარცხეს სამი უშუალო კონკურენტი "ჰიუსტონი", "იუტა" და "მემფისი". "ჰიუსტონთან" მოგება გადამწყვეტი იყო, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად აეწყო...

...გარდა ერთისა, დირკ ნოვიცკის ფეხსაცმლის არჩევანისა. ჰიუსტონელებთან მატჩის შემდეგ გერმანელმა "კროკები" ამოიცვა, რაც ზაზა ფაჩულიას თვალს არ გამოჰპარვია. ქართველმა
ცენტრმა სურათი გადაუღო და "ტვიტერზე" დადო.

ეს გაგრძელებაა ფაჩულიასა და ნოვიცკის შორის მეგობრული დაპირისპირებისა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ზაზამ თქვა:

"დირკი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავია. თუ ის ჩემს გემოვნებაზე რამეს უარყოფითი თვალსაზრისით იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშვენივრად მაცვია".

არც ნოვიცკი აკლებს ხუმრობას. მან იანვარში ფაჩულიას თავის სიმძიმეზე თავის "ტვიტერზე" დაწერა..."

დონატებზე
როგორც ხედავთ, "დალას მავერიქსში" მეტად ხალისიანი განწყობაა, რასაც პლეი ოფში გასვლამ კიდევ უფრო ნათელი ფერები შესძინა. ჩვენს მკითხველს კი უთუოდ დააინტერესებს ზაზა ფაჩულიას ტეხასური ხალისიანი ამბები, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფაჩულიამ ყურადღება გაამახვილა "დალასის" კალათბურთელების ასაკზე:

"მილუოკი ბაქსში" ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ვიყავი, ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებდი. "დალას მავერიკსში" კი საპირისპირო სიტუაცია დამხვდება - რიგ კალათბურთელებთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა ვარ და ტეხასში რომ ჩავალ, ალბათ, "დონატებზე" გამგზავნიან".

სამქულიანი თუ ჩატენვა?
დონატებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დალასში ჩასვლისთანავე ზაზას მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თანაგუნდელებთან. ძალიან დაუახლოვდა დირკ ნოვიცკის და სეზონის სტარტზევე მასთან ნაძლევი დადო:

espn.com-ის ჟურნალისტ ტიმ მაკმაჰონს მოვუსმინოთ:

"ზაზა ფაჩულია დაუფიქრებლად დაეთანხმა დირკ ნოვიცკის და გერმანელს ჯენტლმენური ნაძლევის პირობების შეცვლაზე. საქმე ისაა, რომ ფაჩულია და ნოვიცკი დანაძლევდნენ, ვინ მოიგებდა სეზონის ბოლოს ჩატენვების რიცხვით.

რადგან ამ პირობებით ფაჩულია საკმაოდ დაწინაურდა, დირკმა სთხოვა ზაზას, რომ მისთვის ყოველი 10 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა 1 ჩატენვად ჩაეთვალა. ზაზა დაეთანხმა და აქ შეცდა.

"ის ვერასოდეს დამეწევა" - არცთუ დიდი ხნის წინ ამტკიცებდა ზაზა, მაგრამ ახლა უპირატესობა დირკის მხარეს გადადის".

საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს, ჩვენი გაზეთის მკითხველს სეზონის ბოლოს აუცილებლად მოვახსენებთ.

სად არის ზაზა?
მთელ NBA-ში ცნობილია "დალას მავერიკსის" მფლობელი მარკ კუბანი, რომელიც ყოველ მატჩზე სათადარიგოთა სკამთან ზის და კალათბურთელებთან ახლო ურთიერთობა აქვს.

Sportall.Ge

dallasnews-ის ჟურნალისტი მარკ კუბანთან საკლუბო-საპრეზენტაციო ავტობუსით დაინტერესდა - ავტობუსზე გუნდის ყველა მოწინავე კალათბურთელის სურათია, ერთი გამონაკლისის გარდა - არსადაა ზაზა ფაჩულიას ფოტო.

ამ კითხვამ კუბანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. სხვათა შორის, ზაზაც იქვე იმყოფებოდა.

"გესმის, ზაზა, რას ვამბობ? - მე ვეუბნები ჟურნალისტებს, რომ შენი თავი არაფრით ჩაეტია ავტობუსზე, ვერაფრით ჩავატიეთ".

რაზეც ფაჩულიამ მიუგო - მერე, უფრო დიდი ავტობუსი იყიდეთ.

კუბანს დააგვიანდა კიდეც... ზაზა ფაჩულიას უთხრა: თავიდანვე რომ მცოდნოდა, ასე ცოტა ხმა დაგაკლდებოდა "ოლ სტარში" მოხვედრისთვის, ყველა ჩემს კავშირს გამოვიყენებდი და პირველ ადგილზე გაგიყვანდიო...

მხრის ტრავმა
დავუბრუნდეთ დირკ ნოვიცკის. "საკრამენტოსთან" თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მას თავი ნოვიცკის მხარზე უდევს.

Sportall.Ge

კომენტარის სახით ზაზამ მიაწერა: "ნოვიცკიმ მითხრა, რომ ამ ეპიზოდში მხარი ვატკინე".

ასევე სოციალურ მედიაში დირკმა ფაჩულიას უპასუხა: "კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შენი თავი 500 ფუტს იწონის"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ცოტა აბუჩად აგდებას გავს - ამერიკაში ფიზიკურ მახასიათებელზე, რაც ადამიანს თვითონ არ აურჩევია, ასე ხშირად არ ხუმრობენ.
ამერიკელი
06:40 17-04-2016
0
მე გავერთე
პაპა
18:00 16-04-2016
0

სიახლეები პოპულარული