ზაზა ფაჩულია: მადლობა "დალასის" ფანებს, თქვენ ხართ საოცარი ხალხი

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და "დალას მავერიკსისთვის" სეზონი დასრულებულია - ტექსასური გუნდი პლეი ოფის პირველ წრეში "ოკლაჰომასთან" 1:4 დამარცხდა. ბოლო მატჩში ზაზამ დიდებულად ითამაშა და კინაღამ სამმაგ დუბლს გამოჰკრა ხელი - 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მის ანგარიშზე.
იხილეთ ვიდეო
მატჩის მიმოხილვა
Sportall.Ge

თამაშის მერე ქართველმა ცენტრმა "დალასის" ფანებს მადლობა "ტვიტერით" გადაუხადა:

"მავერიკსის" ყველა ფანს: ვერ შევძლებ სათანადოდ გადაგიხადოთ მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გვქონდა. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. მადლობა, რომ მიმიღეთ ლურჯ არმიაში. ძალიან მწყდება გული, რომ პირველი
ეტაპი ვერ გავიარეთ".

* * *
dallasnews.com ასე აფასებს ფაჩულიას სეზონს:

"მან დიდებულად დაიწყო სეზონი და მალევე გახდა ფანების რჩეული. ის კინაღამ "ოლ სტარის" სასტარტოში აირჩიეს, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ ის ნაკლებად ეფექტური იყო, დაკარგა წუთები. დევიდ ლის დამატებამ და სალაჰ მეჯრის ათამაშებამ ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამის მიუხედავად, ფაჩულია ბოლომდე დარჩა პოზიტიურად განწყობილი, არასოდეს ღალატობდა იუმორის გრძნობა.

ახლა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი შანსია, რომ როცა კიდევ ერთხელ ითამაშებს დალასში, სულ სხვა გუნდის მაისურა ეცმევა", - წერს საიტი.

* * *
აი, რას წერს "მავერიკსის" ოფიციალური საიტი სეზონის უკანასკნელ თამაშზე:

"ზაზა ფაჩულიას დიდებული თამაში ჰქონდა. ალბათ, კლუბის ისტორიაში არასოდეს უთამაშია ცენტრს ასე კარგად პასებში. ზაზას 9 პასი ისტორიაში მეორე შემთხვევაა "დალასის" ცენტრისთვის. პირველზეა კურტ ნიმფიუსი (1983/84) ათი პასით.

ფაჩულიამ ყველა სახის პასი გააკეთა თამაშში.
იხილეთ ვიდეო
ზაზას ეფექტური პასი
Sportall.Ge

გუნდში პლეიმეიქერებს კრიზისი აქვთ და ვინმეს საკუთარ თავზე უნდა აეღო ბურთის გათამაშება. ეს ზაზამ ითავა და ძალიან კარგადაც".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებულ მოთამაშეს გუნდში ტოვებენ და არა თავისუფალი აგენტი ხდება
0

სიახლეები პოპულარული