დერონ უილიამსი, დუაიტ ჰოვარდი, დეანდრე ჯორდანი, კარმელო ენტონი... ეს ის ვარსკვლავები არიან, რომელთაც ბოლო წლებში მოინახულეს "დალასი", საქმე მოლაპარაკებამდეც მივიდა, მაგრამ არ არჩიეს "მავერიკსში" თამაში.
მაშინ, როცა ლეგენდა დირკ ნოვიცკი ჯერაც მაღალ დონეზე თამაშობს, ზაზა ფაჩულიას უკვირს, რატომ არ ირჩევენ ვარსკვლავები ტექსასურ კლუბს:
"ეს სეზონი ჩემთვის პირველი იყო "დალასში". ამიტომაც კარგად არ ვიცი, რა
ქალაქი, ფანები, ორგანიზაცია, პერსონალი - ეს ყველაფერი ერთად მომართულია მოგებებისთვის. თუკი შენ ბუნებით გამარჯვებული ხარ, შენი ადგილი სწორედ "დალასშია", - განუცხადა ქართველმა გამოცემას.
ფაჩულიას მის მომავალზეც ჰკითხეს: "ჩემი ნება რომ იყოს, "დალასთან" უვადო კონტრაქტს გავაფორმებდი. თავისუფალი აგენტი პირველად არ ვხდები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია. ჭკვიანურად უნდა მოიქცე და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეც ამას ვაპირებ. მოდი, ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში".
იგივე წყარო ვარაუდობს, რომ ზაზას "დალასთან" კონტრაქტის გაფორმების შანსი თითქმის არ აქვს: "ფაჩულიას მოსწონს "დალასში" თამაში, მაგრამ ის სეზონის განმავლობაში მთავარი როლიდან მეორე პლანზე გადავიდა. გუნდმა ლი დაიმატა, პაუელი და მეჯრიც ათამაშდნენ. ამ ეტაპზე "დალასის" განაცხადში მისთვის ადგილი ნაკლებად ჩანს".