შენგელიას გუნდი მეოთხედფინალიდან გამოვარდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "პაპინსტერმა" ბელგიის თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა "მონსთან" სტუმრად გამართა. ამ გუნდების პირველი მატჩი 10 ნოემბერს "პეპინსტერის" მოედანზე ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 72:65. შენგელიას თანაგუნდელები ნახევარფინალში ექვსქულიანი მარცხის შემთხვევაშიც გავიდოდნენ, მაგრამ "მონსმა" თავისი გაიტანა - "პეპინსტერი" 76:62 დაამარცხა და ნახევარფინალშიც ის გავიდა.

პეპინსტერელები ბოლო პერიოდამდე კარგად უმკლავდებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ მეოთხე რაუნდში 10:16 დათმეს და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. თორნიკეს შეტევაში ყველაფერი ისე არ გამოუვიდა, როგორც სურდა:
სამი ორქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან 1 გამოიყენა, საბოლოოდ 3 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მატჩის ბომბარდირი "პეპინსტერის" ამერიკელი ლეგიონერი ბრენდონ გაი გახდა - 23 ქულა მიითვალა.

შენგელიას გუნდის მომდევნო მატჩი 19 თებერვალს იგეგმება - ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ "შარლერუას" ეწვევა. მანამდე, 12 თებერვალს, ბელგიაში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართება, მაგრამ ამ ტურში "პაპინსტერი" ისვენებს (რადგან პირველობაზე გუნდების კენტი რაოდენობაა).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული