ზაზა ფაჩულიას ერთიც რომ მოეხსნა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" ბოლო წამებზე მორიგი მატჩი წააგო. ჯორჯიელები მეორე პერიოდში 20 ქულის სხვაობით უგებდნენ "შარლოტ ბობქეთსს", მაგრამ ასეთი ფორის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

სირენამდე 54 წამით ადრე ტრავმამოშუშებულმა ელ ჰორფორდმა ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა. 8 წამით ადრე "ატლანტას" კაპიტანმა ჯო ჯონსონმა შორეული ორქულიანი ააცილა და ბოლო იერიშის უფლება "შარლოტს" დარჩა. მატჩის დასრულების მაუწყებელ სირენასთან ერთად სტივენ ჯექსონმა რთული პოზიციიდან ისროლა, ჩააგდო და "შარლოტს" 88:86 მოაგებინა.

ზაზა ფაჩულიამ კარგად ითამაშა, ერთით მეტი მოხსნა რომ მოეგროვებინა, სეზონის მეორე ორმაგ დუბლს გაიფორმებდა. მან 10 ქულას
9 მოხსნა მიამატა.

ატლანტა-შარლოტი 86:88
ზაზა ფაჩულია: 21:27 წუთი, 10 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:38 ზაზამ კოლინზი შეცვალა
03:13 ორქულიანი: 2ქ (21:12)
02:46 ორქულიანი: არაზუსტი
01:58 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 23:19)
01:18 ორქულიანი: არაზუსტი
01:16 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
01:15 ორქულიანი: 4ქ (25:21)
II პერიოდი
10:31 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
09:49 ორქულიანი: 6ქ (35:27)
09:24 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
09:09 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
08:50 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
07:18 სმიტმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
05:52 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:17 მოხსნა: შეტ-1, დაც-6
IV პერიოდი
11:12 ორქულიანი: არაზუსტი
09:53 მოხსნა: შეტ-2, დაც-6
08:54 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 76:75)
08:43 ჩაჭრა: 1 (ნახერას ჩაუჭრა)
08:28 ორქულიანი: არაზუსტი
07:59 საჯარიმოები: 2/2 (10ქ, 78:75)
07:43 ფოლი: 1
06:13 მოხსნა: შეტ-3, დაც-6
06:11 ორქულიანი: არაზუსტი
04:45 კროუფორდმა ზაზა შეცვალა.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული