მწვრთნელმა ერთი-ორ მატჩში ზაზასა და ჯეისონს მართლაც საკმარისი დრო უბოძა, მაგრამ რადგან გუნდმა ერთი-ორჯერ წაიბორძიკა (რაც მეფარეების ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო), ცენტრები კვლავ დაივიწყა: "დეტროიტთან" ფაჩულია მხოლოდ 6 წუთი ათამაშა, ხოლო კოლინზი - 15 წუთი. ზაზა მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ზედიზედ
სადღეისოდ "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მას 34 მოგება და 20 წაგება აქვს. მესამეა "ჩიკაგო" (36 გამარჯვება, 16 მარცხი). თუ ჯორჯიელებმა აპრილამდე სატურნირო მდგომარეობა არ გაიუმჯობესეს, პლეი ოფში ძლიერი მეტოქე ერგებათ - "ორლანდო", რომელიც აღმოსავლეთში მეხუთე პოზიციაზეა.
16 თებერვალს "ატლანტას" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსთან" მოუწევს თამაში. ზაზა რუსეთის ნაკრების ცენტრ ტიმოფეი მოზგოვს დაეჭიდება.
დეტროიტი-ატლანტა 79:94
ზაზა ფაჩულია: 6:18 წუთი, 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:41 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
01:50 ორქულიანი: არაზუსტი
01:17 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 20:24)
II პერიოდი
09:11 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
09:03 შეცდომა: 1
08:23 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა.
.