რამდენიმე, ფაქტობრივად მოგებული მატჩი ბოლო პერიოდში ჩავარდნის გამო წააგეს. ზოგში კი, თავიდანვე ვერ ააწყვეს თამაში და ისე დათმეს, პირველი მეოთხედის შემდეგ არ დაწინაურებულან.
ასეთი გამოდგა ბოლო შეხვედრა "ნიუ იორკთან". პირველი ტაიმის მერე "ატლანტა" 19:26 ჩამორჩა და მას მერე ბოლო წამებამდე მდევრის როლში იყო.
ასეთ მატჩებში "ჰოქსის" მწვრთნელი, ლარი დრიუ გამოცდილი უკანახაზელების იმედადაა, თუ კროუფორდს,
ისევ მწვრთნელზე უნდა ვთქვათ: ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია პირველი პერიოდის ბოლოსა და მეორის დასაწყისში ათამაშა, მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოუყვანია. სხვათა შორის, მწვრთნელმა ზაზა წინა მატჩშიც მხოლოდ პირველ ტაიმში გამოიყენა.
არადა, ფაჩულიასა და რუსების სანაქებო ცენტრის, ტიმოფეი მოზგოვის დუელს ველოდით. მოზგოვმაც ცოტა ითამაშა: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.
ერთკვირიანმა დასვენებამ "ატლანტას" სულზე მოუსწრო. 18-20 თებერვალს "ოლ სტარი" გაიმართება. "ატლანტა" კი, მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ლოს ნჯელესში "ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნიუ იორკი-ატლანტა 102:90
ზაზა ფაჩულია: 5:23 წუთი, 2 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ფოლი
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:01 ზაზამ უილიამსი შეცვალა
01:01 პასი: 1 (ევანსი 2ქ, 16:23)
00:00 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
II პერიოდი
10:40 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 23:31)
09:54 ორქულიანი: არაზუსტი
09:54 ფოლი: 1
09:17 ორქულიანი: არაზუსტი
08:38 ჯონსონმა ზაზა შეცვალა.
.