თორნიკე შენგელიას რეკორდი: 29

AutoSharing Option
ბელგიურ "პეპინსტერში" მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელად ყალიბდება 19 წლის ქართველი თორნიკე შენგელია. იგი კონტრაქტით "შარლერუას" ეკუთვნის და "პეპინსტერშია" განათხოვრებული.

ბოლო ტურში თორნიკეს სწორედ "შარლერუას" წინააღმდეგ მოუწია თამაში და გამარჯვებაც შეეძლო - მეოთხე პერიოდის წინ 59:53-ს იგებდა. თუმცა, გამოცდილებამ თავისი გაიტანა, ბოლო მეოთხედში "შარლერუამ" 22:8 იმარჯვა და მატჩი75:67 მოიგო.

შენგელიამ მოედანზე 29 წუთი გაატარა (ყველაზე მეტი ამ უქმეებზე მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა შორის), რაც ბელგიის ჩემპიონატში მისი რეკორდია, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე პასი მოაგროვა.

"პეპინსტერს"
16 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და ბელგიის პირველობის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მერვე ადგილზეა. 26 თებერვალს შენგელიას გუნდი "ლიეჟს" დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული