ზაზა ფაჩულია: "გოლდენ სტეიტთან" ერთად ჩემპიონობა მსურს

AutoSharing Option
პარასკევს ზაზა ფაჩულიამ სპორტის სხვა საცეობაში, ბეისბოლში "სცადა ბედი", ის ოკლენდში იქაური გუნდის, "ატლეტიკსისა" და "რეინჯერსის" მატჩზე მიიწვიეს და ზაზამ სიმბოლურად შეასრულა პიტჩერის ტყორცნა.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან "გოლდენ სტეიტთან" ერთად სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა: "ჩემი სურვილია, კარიერაში წინსვლა. გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო ამერიკულ კარიერაში.

ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი თამაშის სტილი კარგად ერგება "გოლდენ სტეიტის" კალათბურთს. სწორედ ეს იყო მთავარი, რის გამოც ავირჩიე აქ თამაში. ჩემი მიზანია, გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გავხდე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ქართველი ხარ ბატონო ზაზა,ვტკბებიტ შენს მონდომებას რომ უყურებთ ნაკრებში და კლუბებში,წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში და შენს გვერდით ვართ
კახა
10:17 26-09-2016
0
შენთან ერთად მთელი საქართველო იქნება ენბიაის ჩემპიონი
ფეოლა
09:37 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული