სკიტა სევილიაში, თორმეტით

AutoSharing Option
მოკლედ, განვლილი უქმეები დაბრუნებისა იყო: ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ვლადიმერ ბოისამ, ასევე ფეხი მოირჩინა და წლეულს მოედანზე პირველად გამოჩნდა მანუჩარ მარკოიშვილი, ხოლო ნიკა ცქიტიშვილი ორმატჩიანი შესვენების შემდეგ (რომლის მიზეზი მწვრთნელი იყო) მოედანს დაუბრუნდა.

სკიტამ ყოფილ კლუბ "კახასოლთან" 20 წუთი ითამაშა და იმ სამ ლაგუნ აროელს შორის იყო, რომლებიც 10 ქულას ასცდნენ: ნიკამ 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო) და 2 მოხსნა მიითვალა.

"კახასოლის" რიგებში არ უთამაშია ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძეს, რომელიც მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.
მატჩი სევილიურმა "კახასოლმა" 73:61 მოიგო.

***
ტორინ გრინის "გრან კანარიამ" მის ყოფილ კლუბ "სარაგოსასთან" სტუმრად ითამაშა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 80:81. გრინმა 26 წუთში 9 ქულა (7-დან 3 სამქულიანი) და 3-3 მოხსნა-პასი მოაგროვა.

***
სტუმრად "მენორკასთან" მოიგო ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" 87:72.

ქუინტონმა 28 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა.

***
ტაირონ ელისმა "ვალიადოლიდს" 11 ქულა ჩაუგდო (19 წუთში). მისმა "ესტუდიანტესმა" კი მადრიდში ვალიადოლიდელები დაძაბულ ბრძოლაში 77:60 დაამარცხა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული