ვიქტორ სანიკიძის "არისმა" საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში "კიმისი" 98:62 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველი კალათბურთელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა და ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.
მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დასძლია.
ათენელებმა "კოროივოსი" დამაჯერებლად, 98:57 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ ვიქტორ სანიკიძის "არისი", "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი"
გასაკვირი არ ყოფილა, რომ დიქსონი, რომელიც ბერძნულ კლუბს ჩინებულად შეეწყო, ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა იყო.
მაიკლმა მასპინძლებს 20 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი შესძინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 9 ოქტომბერს აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს. ათენელები "აპოლონ პატრასს" ესტუმრებიან. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "არისი" "ლეფკადას" ესტუმრება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით