მასპინძელთა კარში საქართველოს ნაკრების მეკარე იდგა, რომელმაც მატჩი ჩვეულად, მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული 11-მეტრიანისას თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. ამ ეპიზოდში მსაჯმა "კრილიას" ფეხბურთელი გაუძევა.
რუსეთის პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ ლორიას გუნდის მდგომარეობა მძიმეა - "კრილიას" 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 ადგილზე რჩება.
სამარაში გამართული თამაშის შემდეგ
"ვფიქრობ, შეიძლებოდა ჩვენი ფეხბურთელისთვის მხოლოდ ყვითელი ბარათის ჩვენება და მისი მოედანზე დატოვება, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა. კარგი იქნებოდა, ასეთ მომენტებში მოთამაშეს არ აძევებდნენ. მას ხომ უხეშად არ უთამაშია, უბრალოდ, ინსტიქტურად მოქმედებდა.
სამწუხაროა, რომ ათნი დავრჩით, გავუშვი პენალტი და ვერ გადავარჩინე გუნდი. არადა, გაძევებამდე უკეთ გამოვიყურებოდით. პირველივე წუთებიდან ვაკონტროლებდით თამაშს და მომენტებიც მეტი გვქონდა. ფეხბურთელის გაძევების შემდეგ კი ათნი უკან "ჩავჯექით" და ვცდილობდით, არ გაგვეშვა და თუკი მომენტი იქნებოდა, გაგვეტანა.
ვფიქრობ, "კრილიასთვის" სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნა არცთუ ბუნებრივია. ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მომენტში, სამწუხაროდ, არ გვიმართლებს ხოლმე... ვცდილობთ, გამოვასწოროთ ვითარება და ცხრილში მაღლა ავინაცვლოთ, თუმცა სიტუაცია აქამდე მძიმე რჩება.
მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, წინ ბევრი მატჩი გველის, მათ შორის, უშუალო კონკურენტებთან. იმედი მაქვს, მოვიგებთ და ბოლო ადგილს თავს დავაღწევთ".