გიორგი ცინცაძის "ტარტუს" შემჩერებელი არ ჩანს

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი", რომელსაც შიდა პირველობაზე ფაქტობრივად ერთი ღირსეული კიონკურენტი ჰყავს - "კალევი". დანარჩენ გუნდებთან "როკერები" შინაც იოლად იმარჯვებენ და სტუმრადაც.

ერთი ასეთი შეხვედრა  "ტარტუმ" საკუთარ არენაზე "რაპლასთან" ჩაატარა: ცინცაძის თანაგუნდელები პირველივე მეოთხედიდან 9 ქულით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავიდნენ (51:41). მეორე ტაიმში "რაპლამ" მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 67:96 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 16 წუთში 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 2
მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბევრი იფუსფუსა გიორგის თანაგუნდელმა ტიმო ეიჩფუსმა: 18 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა.

"ტარტუ როკს", რომელიც ცხრილში პირველ ადგილზეა, 26-დან 24 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო მეორეადგილოსანი "კალევი" 24 მოგებას 27 შეხვედრაში გამორჩა. ეს ორი გუნდი ბალტიის ლიგაზე ერთმანეთს 27 თებერვალს ტალინში შეხვდება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული