ზაზა ფაჩულიას "ჰიუსტონის" შანსი ჰქონია

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსის" დატოვებას აპირებდა. ამერიკულ გაზეთებში წერდნენ: ზაზამ "ფინიქსთან" მატჩი იმიტომ არ ითამაშა, რომ ერთ კლუბთან "ტრეიდზე" მიმდინარეობდა მოლაპარაკებებიო.

...მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ ფაჩულიას სხვაგან გადასვლის შესახებ არაფერი თქმულა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი "ატლანტაში" დარჩა.

მართალია "ტრეიდი" არ შედგა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესოა, რომელ კლუბთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. გაზეთ SBNATION-ში წერია: "ატლანტელებმა უკანა ხაზი კირკ ჰინრიხით გააძლიერეს, წინა ხაზში კი ბრედ მილერის დამატება სურდათ. სანაცვლოდ "ჰიუსტონში" ზაზა ფაჩულია უნდა
წასულიყო. მილერი ცენტრად დადგებოდა, ჰორფორდი მძიმე ფორვარდად გადაინაცვლებდა, ხოლო სმიტს მსუბუქ თავდამსხმელად თამაშის საშუალება მიეცემოდა. თუმცა გაცვლა არ შედგა, მოლაპარაკება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოესწრო."

დღეს, დილას 7:30 საათზე "ატლანტა" "გოლდენ სტეიტს" ეთამაშება. სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, რა ადგილს დაიკავებს ფაჩულია გადახალისებულ "ჰოქსში".





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული