ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 11 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსი" გაანადგურა - 125:101 (38:19, 27:32, 34:24, 26:26).

ზაზამ დენვერში თითქმით 14 წუთი ითამაშა და სამი ოთხიანი დასვა - 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგია. რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, 7 საგამოფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში მას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ
2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა.

ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: დენვერი-გოლდენ სტეიტი 101:125
Sportall.Ge

7 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვახ, რა ბოღმიანი ხალხი ვართ ეს ქართველები. ოღონდ წარმატებული ადამიანი გაგვაქილეკებინე, გაგვაკრიტიკები და და დაგვაცინინე და არაფერი გვინდა. იმ წუთას საკუთარი უნიათბაც გვავიწყდება და პრობლემებიც. დარწმუნებული ვარ "მეჭვოფი" ჩვეულებრივი ქართველი უსაქმური კლავიატურის ლომია, რომელსაც სხვისი შრომის დაფასება უბრალოდ არ შეუძლია. ზაზა თამაშობს იმას რასაც მწვრთნელი ავალებს და აქვს თავის როლი ვარსკვლავურ გუნდში. ის, რომ ზაზა ნბა-ს სუპერვარსკვალავი არაა ეს ყველამ, და პირველ რიგში ზაზამ იცის და ზოგადადაც თანამედროვე ნბა-ში უკანა ხაზი და ფორვარდები არიან წინა პლანზე წამოწეული. სუპერცენტრები ერთი-ორია დანარჩენი ზაზასავით შავ სამუშაოს ასრულებენ.
კეთილი ინებე და პატივი ეცი შენი ნაკრების კაპიტანს, რომელიც წარმატებული კალათბურთელია!
ჯონდო
11 ნოემბერი 2016 11:12
0
სასწაულს არავინელოდა მაგრამ ზაზას არც თავი შეურცხვენია არსად,მებრძოლი და ერთგული ადამიანი და სპორტმენია --ესაა მთავარი
davit
11 ნოემბერი 2016 11:08
0
შენ ბოღმა რომ დაირქვა უკეთესი იქნება. ზაზამ თავისი შრომითა და ომით(მოედანზე)მიაღწია იმას რომ დღეს ამერიკის საუკეთესო გუნდში თამაშობს და ამით ამაყობს ყველა ნორმალური ქართველი. შენსავით კომპიუტერში კი არ იყო შემძვრალი და სხვებზე ბოღმის ნთხევით დაკავებული.
მეჭვოფის
11 ნოემბერი 2016 10:51
0
ასეა თუ ისეა ყველა ვგულშემატკივრობთ ზაზას და იმედი გვაქვს უკეთ ათამაშდება და უკეთესი სტატისტიკაც ექნება.
Irakli-fan
11 ნოემბერი 2016 10:51
0
აუწიოკებია დენვერი :D:D:D:D:D
lolz
11 ნოემბერი 2016 10:32
0
ზაზა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია საქართველოსი და რასაც მიაღწია უმაგრესია. ბევრი საკალთბუთო ქვეყანა ისურვებდა. თავის თავზე მაღლა ვერ ახტება, ნბა-ს ლეგენდებთან ვერ მოვა, მაგრამ ერის სიამაყე ნამდვილად არის. მაგაზე მაგარი სხვა გახდეს ბატონო, ვინ უშლის. აგერ შენგელიამ მოუმატოს, შერმადინმა, სანაძემ, ლეჟავამ ახალგაზრდები არიან. აჯობონ ბატონო და ვინ მამაძაღლი რომ არ გამიხარდეს. ზაზა კიდევ მოიქნევს კუდს :))
gio
11 ნოემბერი 2016 10:17
0
დილეტანტი ხარ და გაჩუმდი მიხედე შენს თავს.
mejvofs
11 ნოემბერი 2016 10:06
0
მოხსნებში კატასტროფულად სუსტად გამოიყურება
მეჭვოფი
11 ნოემბერი 2016 09:47
0
სასწაულად უთამაშია! თურმე სამი ოთხიანი დაუსვამს:)) სეზონის დასაწყისში ლამის იყო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებდით და ახლა სამი ოთხიანი გაკმაყოფილებთ?)) სათამაშო დროს თამაშ-თამაშ უმცირებენ ზაზას, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ...რეალობა ასეთია. ზოგიერთებისგან განსხვავებით მე არ მქონდა ილუზია რომ ზაზა იმ დონეზე ითამაშებდა, თუნდაც რა დონეზეც ითამაშა წინა სეზონი. აბსოლუტურად სხვა დონეა და ამ დონეს ვერ უქაჩავს ზაზა
მეჭვოფი
11 ნოემბერი 2016 09:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული