სტეფ კარის ფენომენალური მატჩი და გამარჯვება "საკრამენტო კინგსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მე-7 მატჩში "საკრამენტო კინგსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს უმასპინძლა და 100:120 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში სტეფ კარიმ ფენომენალური მატჩი ჩაატარა, 35 წლის გამთამაშებელმა 50 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სტეფმა მეტოქის კალათში სამქულიანი ზუსტად 7-ჯერ სტყორცნა.

"საკრამენტოს" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი გახლდათ, ლიტველმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, სერია "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. "უორიორსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 3 მაისს თბილისის
დროით 06:00 საათზე გაიმართება.

altჯამალ მარის ბრწყინვალე მატჩი - "დენვერმა" "ფინიქსი" დაამარცხა [VIDEO]

altენტონი დევისის შოუ - "ლეიკერსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარი ნომერ პირველია ( გამთამაშებელი და მსროლელი) არამარტო ნბა-ში მთელ მსოფლიოში
კახა
17:19 01-05-2023
0

სიახლეები პოპულარული