პირველად ზაზა ფაჩულიას გარეშე - "გოლდენ სტეიტმა" უშანსოდ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა. რეგულარული ჩემპიონატის საწყის 23-ივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მყოფი "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი 24-ე მატჩში მოედანზე ვერ გავიდა, რისი მიზეზიც მარჯვენა მაჯის ტრავმაა.

დღეს, გამთენიისას, მემფისში გამართული მატჩის წინასწარ განაცხადში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მითითებული, თუმცა მაჯის გასიების გამო მისი მოედანზე გაყვანა ექიმებმა ბოლო წამს გადაიფიქრეს.

2 დღის წინ, "იუტასთან" გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულიას მაჯაზე ყინულები ედო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი ოთხშაბათს, "კლიპერსთან" შეხვედრაში იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია.

სერიოზული მართლაც არაფერია და
ზაზა მოედანზე მალე დაბრუნდება. რაც შეეხება მემფისში გამართულ შეხვედრას, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" მოულოდნელად უშანსოდ - 89:110 წააგო. ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ანდერსონ ვარეჟაომ ითამაშა, რომელმაც 18 წუთში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ვერ ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" მაინც ლიდერად დარჩა, რადგან მდევარმა "სან ანტონიომ" წინა დღეს წააგო. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 დეკემბერს, მინესოტაში "ტიმბერვულვსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მგონია კერიზე უკეთესად ესმოდეთ თამაში ზაზას მაკრიტიკებლებს, რასაც ავალებენ იმას ასრულებს (არც ალეუპები ევალება და არც ბომბარდირობა, მაგისთვის სხვები ყავს გუნდს) ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სასტარტოს უცვლელი წევრია,ყველაზე მეტი მოგება ააქვთ და საინტერესოა რითი ხართ უკმაყოფილო?
(((((
12 დეკემბერი 2016 13:15
0
აბა რა ნბა საიტზე ბოქ სქორში ბოლს პლუსებს უყურეთ ვისაც დანრჩენი არ გესმით უდიდეს სამუუშაოს ასრულებს გუნდში ჩუმადად
Gigi
11 დეკემბერი 2016 22:59
0
ქართველ გულშემატკივრებს ყველაფერიც ესმის და ენბეელი კოკოშკოვიც ხედავდა ამგვარ რეალობას,ზუროსებზე კარგად!!!ენბეას ქოაჩები "მიხვდნენ" რომ უნიკალური "მუშა კალათბურთელია"ზაზა ფაჩულია და უქმნის კალათის აღების უფრო ხელსაყრელ ფოზიციებს თანაგუნდელებს შეტევისას და დაცვისას კი ურთულებს ჩაგდების ალბათობას მოწინააღმდეგეს, გუნდურად აძლიერებს,ამავ დროს, ვარიორს ხუთამდე სამიანის მართლა კარგად,სუფერ მტყორცნელები ჰყავს და თითქმის ყველა კარგი დრიბლინგიორია "მაღლებშიც"კი და ხუთი-შვიდი "მაგრად" სიმაღლეზე მხტომელიც,"ჩამტენი", და თანაც ორ მეტრს "ბლომად" მიახლოვებული და გადაჭარბებულიც ორის ზევით სიმაღლით,საქართველოს ნაკრებში კი ფაჩულია ლიდერის როლს ასრულებს-ხტომაშიც,სროლაშიც,დრიბლინგშიც და დაფარება მოხსნაშიც ,შორი და ახლო მანძილებიდან ტყორცნებშიც .მაგრამ "ამ ყველა",დიდი ბასკეთის გეიმისათვის საჭირო ნიუანსთაგანში კი,ვარიორში რაც ევალება "იმისა"გარდა,უმაღლეს დონეზე რომ ასრულებს და "რაშიც" მართლა the best-ია , საშუალო კალათბურთელია არა მარტო ენბეას ლიგის დონისთვის არამედ უფრო "სუსტ" მსოფლიო-ევრო ლიგებისთვისაც ეს რალობაა,ფაქტია საქართველოს ნაკრებში კი ეს "იძულებითი Lიდერობა მისი", სხვა მოთამაშეების მიერ "თავისი"ფუნქციების ვერ შესრრულებით ენბეას დონესთან მიახლოვებითაც მაინც,სანუკვარ შედეგს ვერ გვაძლევს ეროვნული ნაკრების სწრაფად წინსვლისთვის.საჭიროა იგივე ფუნქციები ჰქონდეს ზაზა ფაჩულის ეროვნულ ნაკრებშიც რაც მეომრებში "მიუჩინეს"ერთის ფირობით,სხვა ქართველმა კალათბურთელებმა უნდა იქართველონ -ივარსკვლავონ ს ა ს წ რ ა ფ ო დ !!!საკანდელიძისა და ქორქიას და სხვათა დარად და არა მარტო ბასკეთში....ყველაფერში!
Sebastian Chabal.France
11 დეკემბერი 2016 18:16
0
გეთანხმებით ყველას. ზაზას როლი დიდია ამ გუნდში და დილეტანტებს ხანდახან არ ესმით თუ რა "შავ" სამუშაოს ასრულებს გუნდში, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებაზე აისახება. GO კაპიტანო GO
Gეო
11 დეკემბერი 2016 18:06
0
შეიძლება ვიღაცას გაეცინოს და სუბიექტურობაში ჩამითვალოს,მაგრამ ამ თამაშში აშკარად გამოჩნდა რა დიდი როლი აქს ზაზას ამ გუნდის წარმატებაში...გოლდენ სტეიტის მარცხის მიზეზი იყო არაკომფორტული მდგომარეობიდან ნასროლი და აცილებული ბურთები,რაც ზაზას პირდაპირ ევალება - შეუქმნას კომფორტი მსროლელებს
რომან
11 დეკემბერი 2016 17:08
0
ზაზა არის "მუშა" მოთამაშე და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოისახება თამაშის საბოლოო შედეგში და არა მის მიერ ჩაგდებული ბურთების რაოდენობაში.
GO ZAZA, GO!
11 დეკემბერი 2016 15:04
0
ერთადერთი მკგიი იყო ნორმალური მაგრამ სასტავის კაცი არ არის აი რამდენს ნიშნავს ზაზულია)))))))
svan
11 დეკემბერი 2016 14:53
0
იმედია შემდეგ შეხვედრას ითამაშებს ზაზა წარმატებები მას უბრალოდ როცა პარკეტზეა მეტი ისროლოს ფარისკენ ახლა აქვს შანსი და უნდა გამოიყენოს.
gio
11 დეკემბერი 2016 14:44
0
ხოო...?! ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია! არ ვმალავ, მე ზაზას გულშემატკივარი ვარ და არა გოლდენ სტეიტის!
არჩილ ხოფერია
11 დეკემბერი 2016 14:38
0
ანგარიში რომ ვნახე დილით, ზუსტად ასეთ სათაურს ველოდებოდი)))
domenti
11 დეკემბერი 2016 14:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული