მესამე მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე - "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას გარეშე, რომელსაც მაჯა აწუხებს, "გოლდენ სტეიტმა" უკვე მესამე მატჩი ჩაატარა და მეორედ იმარჯვა. ოკლენდელებმა მორიგი შეხვედრა ნიუ ორლეანში გამართეს და "პელიკანსი" დიდ ბრძოლაში - 113:109 დაამარცხეს.

გოლდენსტეიტელთა დამრიგებელმა სტივ კერიმ უკვე მესამე მოთამაშე მოსინჯა ფაჩულიას ტრავმით გამოცარიელებულ სასტარტო ცენტრის პოზიციაზე. ანდერსონ ვარჯეჟაოსა და კევონ ლუნის შემდეგ, რომლებმაც ჯამში 4 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვეს, ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგი გამოჩნდა. მაკგიმ წინამორბედ 2 ცენტრზე უკეთ ითამაშა და 16 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

გამარჯვებულ
"გოლდენ სტეიტს" კი 30 ქულითა და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, თუმცა არანაკლები და შეიძლება ითქვას, მეტი სამუშაო გასწია დრეიმონდ გრინმა, რომელმაც სამმაგი დუბლი - 12 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

22 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები ლიგის ლიდერები არიან. შემდეგი შეხვედრა "გოლდენ სტეიტს" 16 დეკემბერს, შინ "ნიუ იორკთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული