თორნიკე შენგელიას 11 ქულა "ბასკონიას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ისე წარმატებით ვერ ასპარეზობს ესპანეთის ჩემპიონატში, როგორც ევროლიგაში.

ვიტორიელებმა შიდა ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად, "გრან კანარიასთან" წააგეს. "ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 6:22 დათმო, რის შემდეგაც ამაოდ ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, საბოლოოდ კი შეხვედრა 61:74 დათმო.

ქართველი კალათბურთელი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი, 24:42 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქეებს წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა, თავად
კი 5-ჯერ დაჯარიმდა და თამაშის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.

კანარის კუნძულებზე მარცხის შემდეგ "ბასკონიას" 8 მოგების წილ 5 მარცხი დაუგროვდა და ცხრილში "ანდორასთან" და "უნიკახასთან" მე-5-მე-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს კი ვიტორიელები მომავალი წლის 3 იანვარს, მადრიდში, "რეალთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული