11:56 28-12-2016
თორნიკე შენგელიას 11 ქულა "ბასკონიას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
ვიტორიელებმა შიდა ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად, "გრან კანარიასთან" წააგეს. "ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 6:22 დათმო, რის შემდეგაც ამაოდ ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, საბოლოოდ კი შეხვედრა 61:74 დათმო.
ქართველი კალათბურთელი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი, 24:42 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქეებს წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა, თავად კი 5-ჯერ დაჯარიმდა და თამაშის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.
კანარის კუნძულებზე მარცხის შემდეგ "ბასკონიას" 8 მოგების წილ 5 მარცხი დაუგროვდა და ცხრილში "ანდორასთან" და "უნიკახასთან" მე-5-მე-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს კი ვიტორიელები მომავალი წლის 3 იანვარს, მადრიდში, "რეალთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული