ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 17:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ტორონტოელმა დერონ დეროზანმა დააგროვა. ყველაზე მეტი, 17 მოხსნა კი კევინ დურანტის ანგარიშზეა, რასაც ფორვარდმა 22 ქულა, 7 პასი და 5 ბლოკი მიამატა.
სტეფ კარიმ 28 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე 21 ქულაა. ასევე ორმაგი დუბლი
28 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, დილით, ჩვენი დროით 07:30 საათზე "დალასთან" გამართავს. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ზაზა ფაჩულიამ სწორედ "დალასში" გაატარა.