ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

"საკრამენტო" სწორედ ის გუნდია, რომელიც არაეთიკურად გამოეხმაურა ზაზა ფაჩულიას NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შუალედურ შედეგებში მოხვედრას.

- NBA-ს კლუბი "საკრამენტო კინგსი" ზაზა ფაჩულიაზე დაიბოღმა [VIDEO]

"საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი კი შედეგებში ფაჩულიას ბევრად ჩამორჩება, რაც, შეიძლება ითქვას, ამ ორი ცენტრის დუელს კიდევ ერთ ელფერს სძენდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22:07 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა,
3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა სროლების სიზუსტე ამ ბოლო პერიოდში აშკარად გააუმჯობესა.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "საკრამენტოსთან"
Sportall.Ge

კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტია ფაჩულიას ჩაჭრები, 3 ჩაჭრით ფაჩულიამ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა "საკრამენტოს" დარენ კოლისონთან ერთად.

ამასთან ერთად, ზაზა ფაჩულიას ჰქონდა ყველაზე მეტი 5 მოხსნა თავდასხმაში, სადაც ის სწორედ დემარკუს კაზინსს უწევდა კონკურენციას.

რაც შეეხება კაზინსს, მან 17 ქულა, 5 პასი და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო თავდასხმაში მოხსნა საერთოდ არ ჰქონია. შეხვედრის ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, შემდეგ 28 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 106:117
Sportall.Ge

36 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მთელ NBA-ს ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ, 11 იანვარს, "მაიამისთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზა ძალიან კარგი კალათბურთელია და ამას ვამბობ ყოველთვის. მაგარი ხარ ზაზა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ საქართველოს ამხელა პოპულარიზაციას უწევ და მერე, როგორც კალათბურთელი კარგი ცენტრი ხარ. გენავცალე, მიდი მიაწექი :)))
Geo
10 იანვარი 2017 14:45
0
ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა(როგორც იმ დღეს ვიღაც უვარგისმა დაპოსტა),ეს ჩემიანის წარმატებით გახარება,ბედნიერება და თანაგრძნობაა!
შენ გენაცვალე ზაზა!!!!!
09 იანვარი 2017 16:11
0
ზაზაჩულია არის პროფესიონალიზმის, გაუტეხლობის, ნებისყოფის ბრწყინვალე მაგალითი ,რამდენი რთული მომენტი ქონდა ნბ-ს კარიერასი და როგორ გაუმკლავდა თავის მიზანდასახულობით
ilia
09 იანვარი 2017 13:24
0
ზაზა ინტელექტუალური კალათბურთელია. წლები და წონა ხელს უშლის მაგრამ "გოლდენ სტეიტისთვის" მაინც პოზიტიურია
ALONZO
09 იანვარი 2017 12:00
0
ზაზა მართლა სხვა ყაიდის ცენტრია, იცოდა რაც დაწერა კაზინსმა და საკრამენტომ ოლლ სტართან დაკავშირებით მასზე და შური იძია, ზაზა თავის ნაკლს მოკლე ხელებსა და ცუდ ნახტომთან დაკავშირებით, უდიდესი სათამაშო ინტელექტის წყალობით აბალანსებს და იმიტომაც არის გოლდენ-სტეიტის მთავარი ცენტრი
კახა
09 იანვარი 2017 11:44
0
სარგებლიანობის კოეფიციენტი ზაზას +15 ჰქონდა, დემარკუსს -14. ასე რომ დუბლის ქონა არ ნიშნავს იმას რომ ზაზაზე უკეთესად ითამაშა.
((((
09 იანვარი 2017 11:36
0
ზაზა კალათბურთში გამარჯვებული ინტელექტუალური ლომია გაშმაგებულ მხეცებთან ბრძოლაში.

კაზანს სკამზე ხელები კი არა, თავი უნდა ერტყა. მოუხდებოდა.

ზაზა კალათბურთის - მათს ჰუმელსია (გერმანელი ფეხბურთელი).

მთელ თამაშად ზაზას უკნიდან კარიზე გადაწოდებული პასი ღირდა.

ეს ერთი და სხვა მრავალი.

წარმატებები ზაზას და სრულიად საქართველოს....
ჯონი
09 იანვარი 2017 11:12
0
ამერიკულმა პრესამ რაო, სამაგიეროდ კაზინსმა ორმაგი დუბლი გაჩარხაო? :D
giorgi
09 იანვარი 2017 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული