"არმია" ასაფრენ ზოლზე

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბ "არმიას" პარტნიორობას ავიაკომპანია "აირზენა" გაუწევს. ამასთან დაკავშირებით კლუბის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართეს, სადაც "არმიის" პრეს-სპიკერმა გიო ხუციშვილმა გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კომპანიის სახელით გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროჩელენჯის ტურნირში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

საკალათბურთო კლუბი "არმია" ევროტურნირისთვის ემზადება, პირველი თამაში 8 ნოემბერს გერმანულ "გოტინგენთან" აქვს. ჯგუფურ ეტაპზე "გოტინგენის" გარდა "არმიის" მეტოქეები თურქული "ბეშიქთაში" და ჰოლანდიური "ლეიდენი" იქნებიან.

არმიის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული