საქართველოს ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი ესტუმრა

AutoSharing Option
4 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არვიდას საბონისსა და აღმასრულებელ დირექტორს პაულიუს მოტეიუნაისს უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ.

ყიფიანმა და საბონისმა ლიტვის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შესახებ ისაუბრეს.

მინისტრის და საბონისის შეხვედრამდე სასტუმრო "რედისონში"არვიდას საბონისმა, პაულიუს მოტეიუნაისმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მზადდება პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი
გეგმა.

4 მარტსვე იგეგმება საბონისის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა არის ამაში უხერხული:):):):)
irakli
10:30 05-03-2013
0
ლევან ყიფიანი კი არ გამოიყურება უხერხულად მგონი უფრო მეორე ადამიანი გამოიყურება ძალიან უხერხულად :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული