ლაპარაკია მხოლოდ მინისტრ ყიფიანის მიერ ფედერაციის საქმეებში ჩარევაზე, რომელიც გამოიხატება ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის აშკარა მხარდაჭერაში.
სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომელთან (გარდა მინისტრისა) ფედერაციას ჰქონდა და აქვს საუკეთესო, საქმიანი ურთიერთობები.
ვსარგებლობთ შემთხვევით და ამ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ზემოთ აღნიშნულ პირებს.
იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს არ არის მინისტრის პირველი ჩარევის მცდელობა ფედერაციის საქმიანობაში, ვაქვეყნებთ 2013 წლის 30 ივლისით დათარიღებულ მის
შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სამყაროში აშკარად ინსპირირებული ე. წ. დაპირისპირება შეიქმნა ფედერაციის 2013 წლის 10 აგვისტოს არშემდგარი რიგგარეშე ყრილობის შემდეგ.
თუკი მინისტრის აზრით, მისი ბოლო, 23 ოქტომბრის წერილი საკალათბურთო სამყაროში ე.წ. დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება, მაშინ ისმის კითხვა: რას ემსახურებოდა მინისტრის 30 ივლისით დათარიღებული ქვემოთ მოყვანილი "ვრცელი" წერილი, რომელიც ე. წ. დაძაბულობის შექმნამდე 10 დღით ადრეა ფედერაციისადმი გამოგზავნილი.
წყარო: gbf.ge
ასევე იხილეთ:
სპორტის სამინისტრო: სამწუხაროა, რომ ჩვენი რეკომენდაცია არაადეკვატურად აღიქვეს
"ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა!" [PHOTO]