კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ დელეგატებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომის დადგენილება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის მოქმედი წესდების საფუძველზე ადგენს:

1. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდების მე-5 მუხლის 5.1.3. პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 11 დეკემბერს მოწვეულ იქნას ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.

ყრილობა გაიმართოს 2013 წლის 11 დეკემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" (ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი #4).

2. ყრილობა გაიმართოს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) ფედერაციის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მუშაობის ანგარიში;

ბ) არჩევნები:
1) კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის;
2) კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრების;

გ) სხვადასხვა

3. საპრეზიდენტო არჩევნებისას ხმათა თანაბრობის შემთხვევაში, ფედერაციის გამგეობის მიერ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომლის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

4. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედი წესდების მე-5 მუხლის 5.1.12 პუნქტის მიხედვით, განისაზღვროს ყრილობაზე ფედერაციის სუბიექტთა წარმომადგენლობის რაოდენობრივი ნორმა (იხილეთ დანართი).

5. ფედერაციის წესდების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის და ფედერაციის გამგეობის ამ დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, დელეგატთა სათანადოდ გაფორმებული პერსონალური სიები ფედერაციის სამდივნოში წარმოდგენილ უნდა იქნას 2013 წლის 8 დეკემბრის 17.00 საათამდე.

6. ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებმა ფედერაციის სამდივნოში განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 27 ნოემბრის 17.00 საათამდე.

7. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

დანართი
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის სუბიექტთა წარმომადგენლობის (დელეგატთა) რაოდენობრივი

ნორმები
ა) საქართველოს კალათბურთის რეგიონალური ორგანიზაციები, სულ - 9 დელეგატი

1. აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია - 1 დელეგატი
2. გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
3. თბილისის კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
4. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი - 1 დელეგატი
5. იმერეთის კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
6. კახეთის კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
7. სამეგრელოს კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
8. ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია - 1 დელეგატი
9. შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის განვითარების ცენტრი - 1 დელეგატი

ბ) საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები - სულ 9 დელეგატი
1. ს/კ არმია - 1 დელეგატი
2. ს/კ ბათუმი-რსუ - 1 დელეგატი
3. ს/კ დინამო - 1 დელეგატი
4. ს/კ ოლიმპი - 1 დელეგატი
5. ს/კ რუსთავი - 1 დელეგატი
6. ს/კ მაკაბი - 1 დელეგატი
7. ს/კ სოხუმი - 1 დელეგატი
8. ს/კ ქუთაისი-2010 - 1 დელეგატი
9. ს/კ შსს აკადემია - 1 დელეგატი

გ) საქართველოს ბავშვთა საკალათბურთო სკოლები/კლუბები - სულ 8 დელეგატი
1. ს/კ აკადემია - 1 დელეგატი
2. გორის სასპორტო სკოლა - 1 დელეგატი
3. თელავის სასპორტო გაერთიანება - 1 დელეგატი
4. ფოთის სასპორტო სკოლა - 1 დელეგატი
5. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება - 1 დელეგატი
6. რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება - 1 დელეგატი
7. ს/კ ჰიუნდაი - 1 დელეგატი
8. მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი - 1 დელეგატი

დ) საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი - 2 დელეგატი

ე) საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი - 2 დელეგატი

ვ) საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი - 2 დელეგატი

ზ) საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები - სულ 8 დელეგატი:

1. ბესიკ ლიპარტელიანი
2. ნოდარ ქორქია
3. მერაბ რატიშვილი
4. ვალერი ლომაძე
5. გივი ბიჭიაშვილი
6. პაატა გურასპაული
7. დავით გიორგობიანი
8. გიორგი ქართველიშვილი

სულ: 40 დელეგატი

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული