კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

AutoSharing Option
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა ამოიწურა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, დარეგისტრირდა ფედერაციის პრეზიდენტობის 4 კანდიდატი (ანბანის მიხედვით): მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე, კახა შენგელია.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება 2013 წლის 11 დეკემბერს.

წყარო: gbf.ge
ასევე დაგაინტერესებთ