"ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იმართება

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები იმართება.

ყრილობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 11 დეკემბერსვე ყრილობაზე მოხდება კალათბურთის ფედერაციის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაც. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახა შენგელია.

ერთ-ერთი კანდიდატი, მიხეილ ახვლედიანი დღევანდელ სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახვლედიანმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე თავად ფიბას გენერალური მდივნისგან გაკეთდა განცხადება.

"თავად ფიბას გენერალური მდივანიც კი ამბობს, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარება, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი. ამ წესდებით კალათბურთის ფედერაციის
პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება არის სრულიად მიუღებელი, უკანონო და მე ამ კარნავალში მონაწილეობას არ ვაპირებ",
- განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ცალკეა გამოყოფილი ადგილები, თუმცა მიხეილ ახვლედიანი ამ ადგილთან არ მისულა.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახვლედიანს მარიაჟობა უხდება,ეგეტი ტიპია.... მე მაგას ხმას არმივცემდი.... გაბრიჩიძე ჯობია...
dddd
12:58 11-12-2013
0

სიახლეები პოპულარული