საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მიხეილ გაბრიჩიძე აირჩიეს.

გაბრიჩიძეს კალათბურთის ფედერაციის ყრილობის 29 დელეგატმა მისცა ხმა. სულ არჩევნებში 40 დელეგატიდან 32 მონაწილეობდა.

გაბრიჩიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ამასთან, დღეს, პროტესტის ნიშნად, კანდიდატურა მოხსნა მიხეილ ახვლედიანმა, ხოლო კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ - გაბრიჩიძის სასარგებლოდ.

წყარო: interpressnews.ge
ასევე დაგაინტერესებთ