ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქმა მიუნხენმა გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების კენჭისყრას უმასპინძლა. ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულმა კენჭისყრამ კონტინენტუს ასაკობრივ ჩემპიონატებში ქვეყნები ჯგუფებში გაანაწილა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპაზე ვთქვათ, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს.

კენჭისყრას ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისა და ფიბა-ევროპის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, მიხეილ გაბრიჩიძე. ბატონმა მიხეილმა კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა და მისი დასრულების შემდეგ ჩვენი საიტისთვის კომენტარიც გააკეთა.

“საკმაოდ საინტერესო მეტოქეები შეგვხვდა. განსაკუთრებით საყურადღებოა 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საქართველოს ასაკობრივ გუნდებს შორის ყველაზე მაღალ დონეზე – “ა” დივიზიონში ასპარეზობს. ჩვენი
ბიჭები ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ, თუმცა სხვანაირად არც იქნებოდა. თუ გვინდა წინსვლა და განვითარება, სწორედ ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ და მოვუგოთ. ძალიან საინტერესოა გოგონათა ნაკრებების ჯგუფებიც. 18-წლამდელებმა შარშან “ბ” დივიზიონში პირველად იასპარეზეს და დებიუტის კვალობაზე ურიგოდ არ გამოსულან. იმედი მაქვს, შარშანდელი გამოცდილება მათ სათამაშო კლასზე დადებითად იმოქმედებს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ყველა ნაკრებს. მათი წევრები არიან ქართული კალათბურთის მომავალი”

გაგაცნობთ კენჭისყრის შედეგებს:

16 წლამდე გოგონათა ნაკრები. C დივიზიონი
A ჯგუფი
ავსტრია, მალტა, საქართველო, მონაკო

18 წლამდე გოგონათა ნაკრები. B დივიზიონი

A ჯგუფი
პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, კვიპროსი, საქართველო

16 წლამდე ვაჟთა ნაკრები. A დივიზიონი

D ჯგუფი
საფრანგეთი, იტალია, ესტონეთი, საქართველო

18 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი

B ჯგუფი
ესტონეთი, ბელგია, საქართველო, უნგრეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი

20 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი

D ჯგუფი
ფინეთი, პოლონეთი, საქართველო, პორტუგალია, კოსოვო

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული