„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში არსებულ მის წევრ ყველა რეგიონულ ფედერაციასთან 2017 წლის აპრილიდან. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში და მისი ამოქმედება დაიწყო შეასაბამისი ფინანსური სახსრების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ხელშეკრულებებში გაწერილია, რომ რეგიონული ფედერაციისთვის გაწეული ფინანსური
ხეცურიანის მიერ გაკეთებული ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ის სიყალბე და ძალადობა, რომელიც მისმა აქტიურმა მხარდამჭერმა და თანამზრახველმა ზვიად ბაბიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაიდინა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ბაბიაშვილმა ძალადობის გზით და ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევებით მიიტაცა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა, აღნიშული ორგანიზაციის ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების დარღვევებით შეცვლილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ზვიად ბაბიაშვილს შეუჩერდა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის უფლებამოსილება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას სამართლიან და ადექვატურ გარემოში“.
GBF.GE