მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა უმრავლესობით პაატა გურასპაულმა გაიმარჯვა.

კენჭისყრის შემდეგ თავისი პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან მიხეილ გაბრიჩიძემ გააკეთა:

- როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგს, შესწევს თუ არა გამარჯვებულ კანდიდატს ძალა, რომ მოაგვაროს ფედერაციაში არსებული პრობლემები?
- პირველ რიგში, მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვედგა ამ 4 წლის განმავლობაში, მადლობა გადავუხადო. ჩვენ შევძელით, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი წინააღმდეგი იყო, გვერდში დაგვეყენებინა. რაღაც მართლა არ გამოგვივიდა და რაღაც მართლა გავაკეთეთ ქართული კალათბურთისათვის.

ხმათა უმრავლესობით, 80%-ით გაიმარჯვა
პაატა გურასპაულმა. პაატა არის ძალიან კარგი პიროვნება და მარტო ამხელა სამუშაოს ვერ გააკეთებს, მას გვერდში დგომა სჭირდება, არა მარტო საკალათბურთო საზოგადოების, არამედ მთელი საქართველოსი.

- დღევანდელ არჩევნებში ერთმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. რა განცხადებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

- მე უკვე აღვნიშნე, რომ ოფიციალურად განაცხადი არ შემოუტანია შიო ხეცურიანს კანდიდატურის მოხსნაზე და უკვე აღარც ღირს ამაზე საუბარი, რადგან გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმების სრული უმრავლესობით გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ მომავალ არჩევნებში არათუ ორი, არამედ ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს საკალათბურთო სამყაროს პირიქით, წაადგება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვერდში არა იმაში დავუდგები, ვინც აირჩიეთ თქვენ დაუდექით რა
ხარი
19:15 11-12-2017
1

სიახლეები პოპულარული