შესაბამისად, Jr. nba - Gbf- ში 6 დივიზიონია - თბილისის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ბათუმის, რომლებსაც ნბა-ს შესაბამისი დივიზიონების სახელები შეძლებისდაგვარად გეოგრაფიული პრინციპით აქვთ მინიჭებული. თბილისს ატლანტიკის დივიზიონი ჰქვია და მასში ნიუ იორკი (აკადემია), ბრუკლინი (მაკაბი), ფილადელფია (ჰიუნდაი), ბოსტონი (151-ე სკოლა)
ატლანტიკის დივიზიონის მატჩები დღეს დაიწყო და 12 მაისამდე გასტანს, შემდეგ კი ტურნირში მონაცვლეობით სხვა დივიზიონებიც ჩაებმებიან. დივიზიონებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა, რომლებსაც კონფერენციებში საუკეთესო 2-2 მესამეადგილოსანიც დაემატება და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. კონფერენციებიც ნბა-ს მსგავსადაა - დასავლეთ კონფერენციაში 3 დივიზიონია: სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი), პასიფიკის (ქუთაისის) და ჩრდილო-დასავლეთის (გორი), ხოლო აღმოსავლეთის კონფერენციას შემდეგი დივიზიონები შეადგენენ: ატლანტიკი (თბილისი), ცენტრალური (რუსთავი) და სამხრეთ-აღმოსავლეთი (თელავი).
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ორი მატჩი გაიმართა. ნიუ იორკმა (აკადემია) 60:24 დაამარცხა ბრუკლინ ნეთსი (მაკაბი), ხოლო ბოსტონმა (151-ე სკოლა) 37:33 გაიმარჯვა ტორონტოსთან.
კონფერენციების საუკეთესო 2-2 გუნდი 26 ივნისს თბილისში შეიკრიბება, სადაც ჯერ კონფერენციების ფინალები გაიმართება, შემდეგ კი - აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენი სუპერფინალი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით