3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია

AutoSharing Option
3X3 კალათბურთში ასტანაში მიმდინარე 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა და 1/4-ფინალში გავიდა.

3 ივნისს, ქართველმა კალათბურთელებმა დღის პირველ და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ჩინეთის ნაკრებს ანგარიშით 19:8 მოუგეს და პლეი ოფში თამაში გაინაღდეს. ამის შემდეგ, ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა (14:18) და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ სათამაშო დღეს თურქეთს (15:11) და ანდორას (17:12) აჯობა.

4 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის
1/4-ფინალში გასული გუნდებისთვის დასვენების დღეა. გიორგი ზაბახიძისა და გიგა გურგენიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 5 ივნისს მეოთხედფინალურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული