კორსანტიას 19 ქულა და 13 მოხსნა "გოსტივარს" სტუმრად გასამარჯვებლად არ ეყო

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიაში მოთამაშე გიორგი კორსანტია კარგ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების 25 წლის ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავისი გუნდის MVP გახდა. "გოსტივარი" 21-ე ტურში "კოზუვს" ესტუმრა და 87:94 წააგო, კორსანტიამ კი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმართაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

გიორგიმ მოედანზე 37 წუთი გაატარა და 19 ქულა, 13 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები
5-ჯერ დაირღვა. კორსანტიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა.

21 მატჩიდან "გოსტივარს" 14 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 აპრილს, შინ, "ფენიქსთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული