კორსანტიას ორმაგი დუბლი და "გოსტივარის" გასვლითი გამარჯვება

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი კორსანტიამ, რომელიც თავის გუნდ "გოსტივარს" გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. გოსტივარელები სტუმრად "საირ 2030"-ს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 97:93 მოუგეს.

კორსანტია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გოსტივარელთაგან ყველაზე მეტი – 37:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გოსტივარს 12 მოგება და
6 მარცხი აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, სადაც რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეული გავა.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული