ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მოზარდთა მიღებას აცხადებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აცხადებს მიღებას 6-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის.

აკადემიაში ვარჯიშები უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობით ტარდება. ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია ფორმითა და ბურთით.

აკადემიაში ყოველთვის ადგილზეა ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს მოზარდებს. ამასთან, სარეაბილიტაციო ცენტრში მოზარდები ისარგებლებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და მომსახურების 30%-იანი ფასდაკლებით.

ახალი სეზონიდან, აკადემიაში კვალიფიციური ფსიქოლოგი იმუშავებს, რომელიც აკადემიის სპორტული ცხოვრების ნაწილი გახდება.

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცევა ყოველწლიური, საზაფხულო NBA-ს კემპის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას NBA-ს მწვრთნელები და კალათბურთელები იღებენ. პირველ კემპს აკადემიამ
მიმდინარე წლის 26-29 ივნისს უკვე უმასპინძლა. უახლოეს მომავალში იგეგმება პარტნიორული ურთიერთობები სხვა ევროპულ აკადემიებთანაც.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
წერეთლის 105ა
ტელ: 598 32 82 90
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფასები დაწერეთ, ნორმალურად დამაკმაყოფილებლად რომ დაწეროთ ყველაფერი, უკეთესი იქნება.
dato
14:43 15-07-2016
0
ფასი?
Dinamo
14:26 15-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული