საწყისი სამი მატჩის შემდეგ ბევრი საინტერესო სიახლე გამოჩნდა: ჩემპიონატის დებიუტანტი, "რუსთავი" მართალია საჩემპიონო ამბიციებით არ არის, მაგრამ კარგი გუნდია რაც "ქუთაისის" ძლევითაც დაამტკიცა და "ზესტაფონთან" ღირსეული თამაშითაც.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქუთათურები წლეულს შედარებით შესუსტებული შემადგენლობით თამაშობენ, რაც სატურნირო ცხრილზე პირველივე ტურის შემდეგ აისახა.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი თსუ წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებს.
მოქმედ ჩემპიონს ქულები "ზესტაფონმა" აართვა, რომელშიც კარგი ქართველი კალათბურთელები და ლეგიონერები არიან შეკრებილნი. "ზესტაფონს" სეზონის წინ დაემატა სამი სომეხი კალათბურთელი: ანა პერტოსიანი, ანი ბაგდოიანი და ასი მამიკონიანი. ეს უკანასკნელი რუსეთის მოქალაქეა. მათ ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ - შარშან "ერევნის" სახელით ევროპის თასზე თამაშობდნენ.
ასე და ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში "ზესტაფონი" ჩაუდგა. მეორე ტური თბილისში მარტის შუაში გაიმართება.
I ტური, ქუთაისი
ქუთაისი-თსუ 29:84
4:20, 11:17, 6:24, 8:23
ზესტაფონი-რუსთავი 77:69
22:12, 11:15, 23:12, 21:30
ქუთაისი-რუსთავი 34:52
8:21, 10:14, 9:5, 7:17
ზესტაფონი-თსუ 63:57
13:13, 11:13, 19:15, 20:16
თსუ-რუსთავი 56:43
7:11, 10:9, 21:12, 18:11
ქუთაისი-ზესტაფონი 31:58
5:19, 0:17, 14:8, 12:14
სატურნირო ვითარება
1. ზესტაფონი 3 3 0 198/157 6
2. თსუ 3 2 1 197/135 5
3. რუსთავი 3 1 2 164/170 4
4. ქუთაისი 3 0 3 94/194 3