საქართველოს თასის მეოთხედფინალის ბოლო მონაწილეც გაირკვა

AutoSharing Option
24 იანვარი, თბილისი. აკადემიის დარბაზი
სამედიცინო-თსუ 87:72
20:18, 24:12, 24:15, 19:27
სამედიცინო: ტომარაძე (18ქ), კვეტენაძე (2ქ), პირველაშვილი (4ქ, 8მ), აბაიშვილი (18ქ, 4პ, 3ჩ), შვანგირაძე (8ქ), ჭოჭუა (6ქ, 8მ, 4პ), ილიჩი (15ქ, 3პ), დვალიშვილი (14ქ, 11მ, 4პ, 3დ).
თსუ: კოხრეიძე (4პ), თავამაიშვილი (2ქ), ნინიაშვილი (19ქ, 12მ, 3პ), ჩიტაშვილი (4ქ, 3პ), ხიზანიშვილი (21ქ), შერმადინი (10ქ, 6მ), მაისურაძე (7ქ, 4პ), ჩქარეული (2ქ), ბაქრაძე (5ქ, 5მ, 7პ), ბერუაშვილი (2ქ, 6მ, 3პ, 5ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი

საქართველოს თასის მეოთხედფინალის ბოლო მონაწილეც გაირკვა
- "სამედიცინო", რომელიც დღეს "არმიას" დაუპირისპირდება. "მედიკოსებმა" საკვალიფიკაციო ეტაპის "ფინალში" თსუ-ს სძლიეს.

წინასწარ ყველა თანაბარ თამაშს ელოდა, პირველი პერიოდი ასეც წარიმართა, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან "სამედიცინოს" ყველაფერი გამოსდიოდა, თსუ-ს - არა. ეს ანგარიშზეც აისახა: დიდი შესვენების წინ კახა შენგელიას შეგირდებმა 11:0 გაქცევა მოაწყვეს და 44:30 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში "მედიკოსებს" კარგად დაეტყოთ თურქული შეკრების კვალი - ფიზიკური კონდიციები ნამდვილად არ დაეწუნებოდათ. მათ ვერც თსუ-ს მიერ თამაშის ტემპის მომატებამ და მოედნის მთელს ფართობზე პრესინგის დაწესებამ დააკლო რამე.

თამაშის დალაგება რომ ვერ შეძლეს, თსუ-ს კალათბურთელები ემოციებს აჰყვნენ, მესამე პერიოდის ბოლოს გამთამაშებელ მიხეილ ჩიტაშვილს მსაჯებმა დისკვალიფიკაცია მისცეს. მან შეტევაში მასზე ჯარიმის დაფიქსირება გააპროტესტა და ბურთი მსაჯის მიმართულებით ისროლა.

თსუ-ს ვერ დაეხმარა ახალწვეული ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც ჩემპიონატის პირველი წრე "სამედიცინოში" გაატარა და კონტრაქტის მიხედვით თსუ-ს მაისურით "მედიკოსების" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა.

"სამედიცინომ" გუნდური კალათბურთის კარგი მაგალითი გვიჩვენა, რაც თამაშის მსვლელობისასაც გამოჩნდა და სტატისტიკიდანაც. გუნდის ბომბარდირი 20 ქულით კოკა ტომარაძე გახდა, ხოლო ორმაგი დუბლით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა - 14 ქულა, 11 მოხსნა. 18 ქულა ჩააგდო ქაქუცა აბაიშვილმა. "არმიასთან" მატჩისთვის "სამედიცინოს" სავარაუდოდ ტრავმამოშუშებული ლეგიონერი ფილიპ სამოილოვიჩი დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული