დუდუ დადიანის მემორიალი: რიჩარდ მათიაშვილმა რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის მატჩები.

დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ "არმია" და დადიანის თასის მოქმედი მფლობელი "ქუთაისი" წარსდგნენ. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით, 85:72 დასრულდა.

არმიელთა შორის პირველად ითამაშა ბელგიის ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა ლეგიონერმა მარკუს ფეისონმა, რომელიც გუნდს 2 დღის წინ შეუერთდა ლემეინ უილსონთან ერთად.

ეს უკანასკნელი გუნდთან ერთად იყო, თუმცა მატჩის განაცხადში არ ყოფილა. ფეისონი დიდად არ დატვირთა მწვრთნელმა, ბელგიელმა მხოლოდ 17 წუთს ითამაშა. არმიელთაგან ბომბარდირი ამერიკელი კერტის მილეიჯი გახ
და 19 ქულით. 10-10 ქულა დააგროვეს ლაშა ფარღალავამ და ვლადიმერ ბოისამ.

ქუთაისელთაგან 29 ქულა მოაგროვა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც 16 საჯარიმოდან 15 გამოიყენა და მემორიალის რეკორდი დაამყარა.

ამდენი საჯარიმო დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირების ისტორიაში არავის ჩაუგდია. მათიაშვილს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და შეხვედრაში გამარჯვებაც არმიელებს დარჩათ.

ამ შეხვედრამდე 2 მატჩი გაიმართა. რუსთავის გუნდმა, რომელმაც დასანანი მატჩი წააგო "ქუთაისთან", დღეს თსუ დაამარცხა.

სტუდენტებმა რუსთაველებს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ საბოლოო წარმატებამდე ძალები აღარ ეყოთ. ქვემოქართლურ გუნდში ამინდს ლეგიონერები ქმნიან.

ამერიკელი გამთამაშებელი ნეით ბოუი გონივრულად უძღვებოდა რუსთაველთა შეტევებს, თავადაც წარმატებით უტევდა და დიდი შესვენებისთვის რეგიონის წარმომადგენლებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. რუსთაველებმა 20-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

ქვემოქართლურ გუნდში პირველად ითამაშა ამერიკელმა თეთრკანიანმა ფორვარდმა კილი ნელსონმა, რომელმაც შეხვედრა 7 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.

მისი გუნდში ჩარიცხვა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დადიანის მემორიალზე რუსთაველები ნელსონს აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

დღევანდელი დღის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს შინაგან საქმეთა აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ბრძოლა არ შედგა, რადგან გუნდებს შორის კლასში სხვაობა თვალშისაცემი იყო.

შსს-მ 34 ქულის სხვაობით დაამარცხა სტუ. ოთხივე მეოთხედი "ძალოვნებმა" დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ დამსახურებულ გამაჯვებასაც მიაღწიეს.

გამოსარჩევია შსს-ს ახალი ამერიკელი ლეგიონერი დენოთა ვონი, რომელმაც მაყურებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვონმა 23,55 წუთი ითამაშა და თავი 25 ქულას, 5 ჩაჭრას, 3 პასს და 2 მოხსნას ისე მოუყარა, რომ ბურთი არ დაუკარგავს.

ამერიკელმა ლეგიონერმა 9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ერთი სიტყვით, დენოთა ვონმა ყველას დაანახა, რომ ექსტრა კლასის კალათბურთელია და რომ მისი სახით სუპერლიგაში ამ სეზონში კიდევ ერთი მაღალი დონის ლეგიონერი ითამაშებს.

სწორედ ვონის აქტიურობამ გატეხა წელში სტუ, რომელმაც საბოლოოდ უშანსოდ წააგო. შსს-ში კიდევ ორმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა ვონის ფონზე კირკ არჩიბექი და ჩედ პრიუიტი დიდად ვერ წარმოჩინდნე

მაშ ასე, ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, რომელმაც ფინალისტების უნდა გამოავლინოს. "არმიასა" და "რუსთავს" შორის გამარჯვებული ფინალში გადის, ისევე როგორც "ოლიმპი"-შსს-ს დაპირისპირების მომგები.

დუდუ დადიანის მემორიალი. მეორე ტური. 13 ოქტომბერი
შსს - სტუ 95:61
25:17, 24:18, 26:10, 20:16
შსს: ვონი (25 ქ, 5 ჩ), ლომოური (15), ბოქოლიშვილი (13)
სტუ: კვეტენაძე (15), ჯანაშია (12)

რუსთავი - თსუ 79:61
16:17, 23:12, 21:18, 19:14
რუსთავი: ბოუი (18ქ, 7მ, 6პ), ტუჯანი (11ქ, 9მ), ცეკვავა (11), ჭოჭუა (10)
თსუ: ჩქარეული (20), ბაქრაძე (12ქ, 8პ), ნოზაძე (8ქ, 8პ)

არმია - ქუთაისი 85:72
28:22, 19:14, 16:15, 22:21
არმია: მილეიჯი (19), ვ. ბოისა (10ქ, 6მ, 5პ), საყვარელიძე (10), ფარღალავა (10)
ქუთაისი: მათიაშვილი (29), დ. ბარბაქაძე (10)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული