ვიქტორ სანიკიძე იტალიის "ოლ სტარში"

AutoSharing Option
13 მარტს იტალიის "ოლ სტარი" გაიმართება, რომლის მონაწილეები გულშემატკივრებმა შეარჩიეს. მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს არაერთი მატჩი გაუცდათ და ამიტომ ისინი 24-კაციან რჩეულთა სიაში ვერ მოხვდნენ. თუმცა ვიქტორს არანაკლებ საპატიო მისიით მოუწევს "ოლ სტარზე" გამოცხადება - იგი ჩატენვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ამ შეჯიბრებაში მისი კონკურენტები იქნებიან: ჯეიმს უაითი (სისარი), ერლ როულანდი (კრემონა) და ჯეფ ვიჯიანო (ბიელა). იტალიურ გამოცემა "ტუტობასკეტში" ჩატენვების კონკურსისადმი მიძღვნილ სტატიას ასეთი სათაური აქვს: "სამი უაითის წინააღმდეგ".

როგორც ჩანს, იტალიელებს ფავორიტად ჯეიმს უაითი მიაჩნიათ.
მას ამერიკაში სამჯერ მოუგია ჩატენვების კონკურსი - 2001, 2006 და 2010 წელს. ზოგიერთის აზრით, უაითს არათუ იტალიის, NBA-ს ჩატენვების კონკურსშიც შეუძლია წარმატებით გამოსვლა.

"ვიჯიანო ძალიან მოქნილია და თამაშებისას არაერთ ეფექტურ ილეთს ასრულებს.

როულანდი გამოცდილი კალათბურთელია და ტიტულების კოლექციის გამრავალფეროვნებას ეცდება.

სანიკიძეს გრძელი ხელები აქვს და მისგან საინტერესო გამოსვლაა მოსალოდნელი", - ვკითხულობთ "ტუტობასკეტში".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ვიქტორ სანიკიძესაც აქვს ჩატენვების კონკურსში არათუ მონაწილეობის, არამედ გამარჯვების გამოცდილება. მან 2008 წელს ქართულ "ოლ სტარში" იყოჩაღა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ესტონეთში მოიგო ანალოგიური შეჯიბრება.

დაველოდოთ 13 მარტს...






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული