ვიქტორის შედეგიანი თამაშის წყალობით "ვირტუსმა" პირველივე ტაიმში გატეხა "აველინო" (37:21), საბოლოოდ კი 76:56 დაჯაბნა. სტუმართა შემადგენლობაში ითამაშა ბელგიელმა დიმიტრი ლაუერსმა (2 ქულა), რომელიც ფრანგულ "დიჟონში" სანიკიძისა და ვახტანგ ნაცვლიშვილის
"ვირტუსთან" მატჩის წინ ლაუერსმა სკეპტიკურად მითხრა: სადღეისოდ ბოლონიელებს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, ვეცდებით, მაგრამ მეეჭვება, მოვიგოთო.
* * *
შაბათს ერთმანეთს ორი "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა: ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუს" უმასპინძლა.
სტუმართა მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ ქართველებს სათამაშო დრო არასაკმარისად მისცა: შერმადინმა 14 წუთი ითამაშა (6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი), მარკოიშვილმა - 13 წუთი (10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა).
კანტუელმა ვლადიმირ მიკოვმა 21 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს სარდინიაზე გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - "სასარიმ" მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა (23:18) და 74:67 გაიმარჯვა.
მეტრეველმა 6 წუთი ითამაშა, მატჩი 2 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა. ბომბარდირი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ქუინტონ ჰოსლი გახდა - 22 ბალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"