ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: როგორ წააგო "რუსთავმა"?

AutoSharing Option
მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ მეტად საინტერესო ნახევარფინალური წყვილები მივიღეთ: ძალოვანთა დუელში "შსს აკადემია" "არმიას" დაეჭიდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულ "ოლიმპს" ყველაზე უხერხული მეტოქე ერგო - "ქუთაისი".

ქუთათურებმა სუპერლიგის პირველ წრეში "ოლიმპს" თბილისში აჯობეს. ამ გუნდებს შორის 2011-12 წლებშიც საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობდა.

24 იანვარი
1/4-ფინალი
არმია-სტუ 115:66
27:17, 30:21, 33:14, 25:14
არმია: გამყრელიძე (5ქ, 7მ, 9პ), ბაბიაშვილი (14ქ, 6მ), ბოისა, უგრეხელიძე (3პ), წივწივაძე (5ქ, 5მ, 4პ), ლეჟავა (15ქ), საყვარელიძე (24ქ, 6პ), შარაბიძე (17ქ, 7მ, 2დ), ჯგერენაია (23ქ, 11მ, 3პ), ფარღალავა
(12ქ, 8მ).
სტუ: ჩაჩიბაია (2ქ), თევზაძე, კვეტენაძე, კორკოტაძე (8ქ), მინაშვილი (6ქ, 5მ, 3ჩ), მაჩალაძე (6ქ, 11მ), პირველაშვილი (14ქ, 5პ), დ. დვალიშვილი (4ქ), კუჭავა, ძიძიგური (6ქ), ჯანაშია (16ქ), ქორიძე (2ქ).

სტუ-ს წარმატებული სვლა "არმიასთან" შეწყდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ტექნიკოსებს საქმე საქართველოს ჩემპიონთან ჰქონდათ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ არმიელები თასის მოქმედი მფლობელები არიან. მათ ტიტულის შესანარჩუნებლად "სულ რაღაც" ორი მატჩის მოგება სჭირდებათ, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება.

შსს-თსუ 85:62
22:15, 27:15, 18:18, 18:14.
შსს: ჩიტაშვილი (2ქ), ვონი (14ქ, 4პ), როგავა (6ქ), ლონდარიძე (9ქ), პრუეტი (14ქ, 9მ, 6პ), იმნაძე (4ქ, 5მ), ლომოური (6ქ), ანთაძე (6ქ, 8მ), ბექაური, არჩიბეკი (14ქ, 8მ), რეიმონდი (10ქ, 5მ).
თსუ: გ. ბაქრაძე (15ქ, 5პ), ასელაინი (17ქ, 12მ), თავამაიშვილი (4ქ), ტეტელაშვილი (4ქ), ხანიაშვილი (2ქ), ვახანია (3ქ), ნ. ბაქრაძე (4ქ), ბერუაშვილი (2ქ), ჩქარეული, ხიზანიშვილი (5ქ), ნოზაძე (6ქ, 6მ).

იანვარში ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე "შსს აკადემია" და თსუ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. სტუდენტებმა მაშინ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო პერიოდში გამარჯვებამდე მხოლოდ გამოცდილება დააკლდათ.

შსს-ელები 24 იანვრის მატჩს კიდევ უფრო კონცენტრირებულები შეხვდნენ, დაცვაში ყურადღებით ირჯებოდნენ და პირველი ტაიმი 49:30 მოიგეს. თსუ-მ მეორე ტაიმში ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ ფავორიტთან ვერას გახდა.

რუსთავი-ქუთაისი 73:77
14:17, 21:18, 17:18, 21:24.
რუსთავი: ბოუი (14ქ, 5მ, 3პ), ცეკვავა (30ქ, 3პ), ვატადი, აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე, ნელსონი (17ქ, 5მ), ტუჯანი (5ქ, 8მ, 6პ), ათანელიშვილი (2ქ), მაჭავარიანი (2ქ), ხმელიძე (7მ).
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 3პ), დიდია (4ქ, 11მ, 5პ), გრძელიძე (6ქ, 5მ), კვიმსაძე (14ქ, 5მ, 7პ), დ. ბარბაქაძე (7ქ, 5მ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (12ქ, 6მ, 4პ), მათიაშვილი (29ქ, 12მ, 4პ).

ყველაზე თანაბარი შეხვედრა რეგიონული გუნდების მონაწილეობით ვიხილეთ. "ქუთაისი" სუპერლიგაში სამქულიანი ტყორცნებით გამოირჩევა.

"რუსთავთან" კი ამ კომპონენტში ჩვეულად ვერ გაისარჯა, მეოთხე პერიოდამდე მხოლოდ ორი შორეული ტყორცნა ჰქონდა რეალიზებული. იყო კიდევ ერთი პრობლემა: რუსთაველებისგან განსხვავებით, ქუთათურები წლეულს პირველ შეხვედრას ატარებდნენ...

თავის მხრივ, ქვემოქართლელები ჩვეული ენერგიულობით თამაშობდნენ მთელი მატჩის განმავლობაში, ხოლო საფინალო სირენამდე 4:17 წუთით ადრე ლევან ცეკვავას სამქულიანის წყალობით "რუსთავი" 67:59 დაწინაურდა.

სწორედ ამას მოჰყვა იმერელთა გამოფხიზლება, რაც რიჩარდ მათიაშვილისა და ბუბა კვიმსაძის სამქულიანებმა განაპირობა. მეორე სამიანის შემდეგ, სირენამდე 1:15 წუთით ადრე, ტაბლოზე ანგარიში გათანაბრდა - 71:71.

არადა, მანამდე ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რომ "რუსთავი" მოპოვებულ უპირატესობას გაანიავებდა. ბოლო წუთზე ჟულივეტ ტუჯანის ორქულიანს მათიაშვილმა ოთხი ქულით უპასუხა, კვიმსაძემ - ორით და "ქუთაისმა" 77:73 გაიმარჯვა.

ოლიმპი-დინამო 82:61
13:14, 22:7, 17:25, 30:15.
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (10ქ, 3პ, 3ჩ), ტომარაძე (10ქ, 7მ), სოკი (5ქ, 5პ), ბერიშვილი (20ქ, 9მ, 4პ), გოგოძე (2ქ), მიქელაძე, ფაცაცია (6პ), ცირეკიძე, ა. დვალიშვილი (12ქ), ლობჟანიძე (2ქ), მილოშევიჩი (16ქ, 8მ, 4პ), ანდრიუსკაიტისი (5ქ, 5მ).
დინამო: კარიმი (13ქ, 4პ), ჩიკვილაძე (15ქ, 6მ), ლილუაშვილი, ნინიაშვილი, კეიდია (10ქ, 6მ), ორმოცაძე, გელაზონია (5მ), კლეიმანი (23ქ, 7მ), ღუდუშაური.

ოლიმპელი მეფარის, სტევან მილოშევიჩის შეჩერება ისეთ გუნდებსაც უჭირთ, რომლებსაც კარგი ცენტრები ჰყავთ. "დინამოს" კი მილან ოლუიჩის დაკლების შემდეგ (ტრავმა აქვს) მეხუთე ნომრის გარეშე უწევს თამაში.

შესაბამისად, "ოლიმპის" დარ გუნდთან გამარჯვებისთვის აქცენტის პერიმეტრზე გადატანა იყო საჭირო.

გადაიტანა კიდეც, საბოლოოდ 11 სამქულიანიც ჩააგდო... იყო ეპიზოდები, როცა დინამოელებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ მეოთხე პერიოდში როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან სტაბილურად მოთამაშე "ოლიმპთან" ვერას გახდნენ.

25 იანვარ
16:00 არმია-შსს აკადემია
18:00 ოლიმპი-ქუთაისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული