"სოხუმმა" ევროჩელენჯის ტურნირში თამაშზე უარი თქვა

AutoSharing Option
24 ივნისს საკალათბურთო კლუბმა "სოხუმმა" წერილით მიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელშიც აღნიშნულია:

"რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო ევროჩელენჯისთვის ვერ ვასწრებთ ზოგიერთი საორგანიზაციო და სათამაშო სპორტული საკითხების მომზადებას მაღალ დონეზე, რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი კლუბის წარმატებული ასპარეზობა ამ ევროტურნირში.

ამიტომ 2013-14 წლების სეზონზე ვერ ვახერხებთ ევროჩელენჯის ტურნირში მონაწილეობას და გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ ფიბა-ს".

25 ივნისს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ აღნიშნული წერილის საფუძველზე, ოფიციალურად მიმართა ფიბა-ევროპას ევროჩელენჯის მონაწილეთა სიიდან საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ამოღების შესახებ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული