3X3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია სეუ-ს გუმბათოვანი სახურავიდან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუმბათოვან სახურავზე მიმდინარეობს 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი.

თბილისის ტური 1 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. 21:00 საათიდან დაიწყება ფინალური მატჩები და გამოვლინდება თბილისური ტურის გამარჯვებული.

პლეი ოფის მატჩების თვალის დევნება გულშემატკივრებს სუპერლიგის ვებ-გვერდის მეშვეობით 16:00 საათიდან შეეძლებათ, სადაც youtube-ის გვერდზე თბილისური ტურის პირდაპირი ტრანსლაცია იქნება. იხილეთ ბმული

თბილისის შემდეგ შესარჩევი ტურები გაიმართება გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომში და რუსთავში. ამ ქალაქების ტურებში მოწინავე ადგილებზე გასული გუნდები ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებენ. ფინალური ტურნირი 18 ივლისს, “თბილისი მოლში“ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული