თბილისის მერიის თასი: იტალიამ ლატვია დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისის მერიის პირველი სათმაშო დღის მეორე შეხვედრაც ვერ გამოდგა დაძაბული. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა იტალიამ 19 ქულის სხვაობით 82:63 დაამარცხა ლატვია.

"სკუადრა აძურიმ" ბალტიისპირულ გუნდს შანსი არ მისცა, თუმცა მთლად ისე იოლადაც ვერ იმარჯვა, როგორც საქართველომ - ესტონეთთან.

იტალიელთა შორის NBA-ში მოთამაშე ტრიო გამოირჩა. დანილო გალინარიმ 22, ანდრეა ბარნანიმ 15, ხოლო მარკო ბელინელიმ 13 ქულა დააგროვეს. იტალიელები ტურნირის მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

იტალია-ლატვია 82:63
25-17, 27-17, 17-12, 13-17

15 აგვისტო
საქართველო - ლატვია 18:00
იტალია - ესტონეთი 20:30

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
თბილისის მერის თასი: საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული